აპოსტილი/ლეგალიზაცია საქართველოში

დოკუმენტების დამოწმება აპოსტილით/ლეგალიზაცია საქართველოში. Updated 2023

 

დოკუმენტების დამოწმება აპოსტილით საქართველოში /დოკუმენტების ლეგალიზაცია საქართველოში

 

იმისათვის, რომ შეგეძლოთ საქართველოში იმ დოკუმენტების გამოყენება, რომელებიც შედგენილია ზოგიერთ უცხო ქვეყანაში ან, პირიქით, გამოიყენოთ დოკუმენტები სხვა ქვეყანაში, რომლებიც შედგენილია საქართველოში, ხშირ შემთხვევაში საჭიროა ამ დოკუმენტების აპოსტილით დამოწმება ან ლეგალიზაცია.  დოკუმენტის აპოსტილით დამოწმება ან ლეგალიზაცია ნიშნავს  დოკუმენტებზე არსებული ხელმოწერის ნამდვილობის დადასტურებას, ხელმომწერი პირის  უფლებამოსილების დადგენას, ხოლო დოკუმენტის ბეჭდით ან შტამპით დამოწმების შემთხვევაში – მათი ნამდვილობის დამოწმებას.

 

ხშირად დოკუმენტების აპოსტილით დამოწმება ან დოკუმენტების ლეგალიზაცია დაკავშირებულია გარკვეულ პირობებთან და პროცედურებთან. არის ქვეყნები, სადაც სხვა ქვეყანაში შედგენილი დოკუმენტის გამოყენებისათვის საკმარისია მხოლოდ მათი ნოტარიულად დამოწმება. ამავე ქვეყნებში დოკუმენტების  არც აპოსტილის დამოწმება არის საჭირო და არც დოკუმენტების ლეგალიზაცია.

 

პერსონალური სახის დოკუმენტების ლეგალიზაცია ან აპოსტილით დამოწმება საქართველოში


ჩვენ ვახდენთ ისეთი პერსონალური დოკუმენტების ლეგალიზაციას ან აპოსტილით დამოწმებას საქართველოში, როგორიცაა გარდაცვალების ან დაბადების მოწმობა, ქორწინების მოწმობა, სამუშაო გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი,  ხარისხის მოწმობები და ასე შემდეგ.  

 

კომერციული დოკუმენტების ლეგალიზაცია საქართველოში ან აპოსტილით დამოწმება საქართველოში


ჩვენ გთავაზობთ ისეთი კომერციული სახის დოკუმენტების ლეგალიზაციას საქართველოში ან აპოსტილით დამოწმება საქართველოში, როგორებიცაა კომპანიის ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან, კომპანიის წესდება, უძრავი ქონების  საჯარო რეესტრის ამონაწერი, ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორის ამონაწერი და სხვა. 

ჩვენი მომსახურება ასევე მოიცავს მოიცავს საქართველოს ტერიტორიაზე სახელმწიფო ორგანოების იერ გაცემული დოკუმენტების  მოპოვებაში დახმარებას. 

ჩვენი კომპანია გაგიწევთ სრულ იურიდიულ მომსახურებას საქართველოში გაცემული დოკუმენტების  აპოსტილით დამოწმებასა და ლეგალიზაციაში.

 

აგვიკავშირდით