ბიზნესის რეგისტრაცია საქართველოში

ბიზნესის რეგისტრაცია საქართველოში

 

ჩვენი კომპანია დაგეხმარებათ საქართველოში ნებისმიერი ტიპის ბიზნესის რეგისტრაციაში !

მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში საწარმოს დაფუძნება დაკავშირებულია გარკვეულ იურიდიულ საკითხებთან, დოკუმენტებთან, პროცედურებთან და ვადებთან.

ძალიან მნიშვნელოვანია ბიზნესის რეგისტრაციამდე კვალიფიციური იურიდიული მომსახურების მიღება და საჭირო დოკუმენტაციის სწორად შედგენა.

ჩვენი კომპანია სრულ იურიდიულ მომსახურებას გთავაზობთ საქართველოში ნებისმიერი სახის ბიზნესის დასარეგისტრირებლად, ასევე უცხო ქვეყნის საწარმოს წარმომადგენლობის/ფილიალის გასახსნელად ან ვირტუალური პირის სტატუსის მისაღებად.

ჩვენ გაგიწევთ კონსულტაციას ბიზნესის დასარეგისტრირებლად საჭირო ყველა ეტაპზე, BLA-ს მომსახურება მოიცავს ისეთ სერვისებს, როგორიცაა:



- საბუთების მომზადება;

- გაფორმება;

- თარგმანი;

- ნოტარიულად დამოწმება;

- დოკუმენტების აპოსტილით დამოწმებაში ან ლეგალიზაციაში დახმარება;

- კომპანიის რეგისტრაციას სამეწარმეო რეესტრში;

- ბიზნესის საგადასახადო რეგისტრაცია;

- ბანკში ანგარიშის გახსნა;

- იურიდიული მისამართის მინიჭება;

- კომპანიის რეგისტრაცია ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში;

- კომპანიის რეგიტრაციის შემდეგ სრულ საბუღალტრო და საგადასახადო მომსახურება;


 

დაგეხმარებით ქვემოთ ჩამოთვლილი ნებისმიერი სუბიექტების დაფუძნებაში, რეორგანიზაციასა და ლიკვიდაციაში:


- შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება;

- სააქციო საზოგადოება;

- კოოპერატივი;

- კომანდიტური საზოგადოება;

- სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოება;

- უცხო ქვეყნის საწარმოს ფილიალი;

- უცხო ქვეყნის საწარმოს წარმომადგენლობა;

- ინდივიდუალური მეწარმე;

- არაკომეციული იურიდიული პირი;

- ვირტუალური პირის სტატუსის მოპოვება.



კომპანიის დასაფუძნებლად საჭირო საბუთების ჩამონათვალი დამოკიდებულია ბიზნესის სახეობასა და მისი დამფუძნებლების ორგანიზაციულ-სამართლებრივ ფორმაზე. საბუთების სწორად მომზადების შემდეგ, ბიზნესის დასარეგისტრირებლად გვჭირდება ერთი ან ორი დღე.

დამწყებ მეწარმეებს საქმიანობის დაწყებამდე ბიზნეს კონსულტაციასთან ერთად აუცილებლად ესაჭიროებათ სამართლებრივი დახმარება სამეწარმეო სამართლის კუთხით, რათა მომავალში თავიდან აირიდონ პარტნიორთა შორის უთანხმოება, დროისა და ფინანსური რესურსების ხარჯვა, კომპანიის რეპუტაციის შელახვა, სასამართლო დავები და მსგავსი არასასიამოვნო პროცედურები.



რატომ უნდა აგვირჩიოთ ჩვენ საქართველოში ბიზნესის დასარეგისტრირებლად?

 


კონსულტაციასთან ერთად, ჩვენი დახმარებით, გაიმარტივებთ კომპანიის საქმიანობის დაწყებას, დაზოგავთ დროს და ბიზნესის დასარეგისტრირებლად საჭირო ხარჯებს:

 

- ბიზნესის რეგისტრაციისათვის საჭირო იურიდიულ მისამართს მიიღებთ უფასოდ;

- უფასოდ დაგარეგისტრირებთ საგადასახადო აღრიცხვაზე;

გაგიწევთ პირველად კონსულტაციას საქართველოში არსებულ საგადასახადო სისტემასთან და საგადასახადო ანგარიშგებასთან დაკავშირებულ პროცედურებზე სრულიად უფასოდ;

- კომპანიის დაფუძნების შემდეგ, უფასოდ გადმოგეცემათ ბიზნესის საქმიანობისათვის საჭირო ზოგიერთი, ყველაზე გამოყენებადი ხელშეკრულებების შაბლონის ვარიანტები ქართულ-რუსულ ან ქართულ-ინგლისურ ენებზე.