ბინადრობა და მოქალაქეობა

 

საქართველოს მოქალაქეობა/ბინადრობა. Updated 2023

 

საქართველოს მოქალაქეობა/ბინადრობა


როგორ მივიღოთ საქართველოს მოქალაქეობა?


საქართველოს მოქალაქეობის მიღება შესაძლებელია ორი გზით:

 

- დაბადების საფუძველზე;

ნატურალიზაციის გზით.

 

საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, საქართველოში ორმაგი მოქალაქეობა დაიშვება გამონაკლის შემთხვევებში, როდესაც პირს, უცხო ქვეყნის მოქალაქეობის გარდა, ენიჭება საქართველოს მოქალაქეობაც.


დაბადებით საქართველოს მოქალაქეობის მიღებს:


- პირი, რომლის მშობელი დაბადების მომენტში საქართველოს მოქალაქეა;

საქართველოს ტერიტორიაზე ინ ვიტრო განაყოფიერების (სუროგატი დედობის) შედეგად დაბადებული პირი, თუ მისი მშობლების მოქალაქეობის არც ერთი ქვეყანა მას მოქალაქედ არ მიიჩნევს;

საქართველოს ტერიტორიაზე დაბადებული ბავშვი, რომლის მშობლებს აქვთ სტატუსი საქართველოში, მაგრამ არ აქვთ საქართველოს მოქალაქეობა;

საქართველოს ტერიტორიაზე დაბადებული პირი, რომლის ერთ-ერთი მშობელი არის საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირი, ხოლო მეორე მშობელი უცნობია.

 

საქართველოს მოქალაქეობის მიღება შესაძლებელია ნატურალიზაციის გზით.


ნატურალიზაცია ხორციელდება საქართველოს პრეზიდენტის მიერ საქართველოს მოქალაქეობის მინიჭებით.


ნატურალიზაციის სახეები:


საქართველოს მოქალაქეობის ჩვეული წესით მინიჭება;

საქართველოს მოქალაქეობის გამარტივებული წესით მინიჭება;

გამონაკლისის სახით საქართველოს მოქალაქეობის მინიჭება;

საქართველოს მოქალაქეობის მინიჭება აღდგენის წესით.

 

გამონაკლისის სახით საქართველოს ორმაგი მოქალაქეობა შეიძლება მიენიჭოს სხვა ქვეყნის მოქალაქეს, რომელიც ახორციელებს ან განახორციელებს საქართველოში ინვესტიციებს, რამაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა სახელმწიფო ეკონომიკის განვითარებაში. აღსანიშნავია, რომ ამ შემთხვევაში პირს არ გჭირდებათ გამოცდის ჩაბარება ქართული ენის, სამართლისა და  ისტორიის ცოდნაში და ასევე არ გჭირდებათ რამდენიმე წელი საქართველოში ცხოვრება.


საქართველოს პრეზიდენტს შეუძლია, გამონაკლისის სახით, საქართველოს მოქალაქეობა მიანიჭოს სხვა ქვეყნის მოქალაქეს, რომელსაც აქვს განსაკუთრებული დამსახურება საქართველოს წინაშე ან რომელსაც საქართველოს მოქალაქეობის მინიჭება სახელმწიფო ინტერესებში შედის.ასევე სხვა ქვეყნის მოქალაქეს შეიძლება მიენიჭოს ორმაგი მოქალაქეობა გამონაკლისის სახით, თუ სხვა ქვეყნის მოქალაქე თავის სამშობლოდ თვლის საქართველოს და ის ან მისი წინაპარი:


- საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები ან ამ ტერიტორიიდან დევნილი პირი;

პირი, რომელიც სხვადასხვა დროს ემიგრაციაში წავიდა პოლიტიკური მიზეზების გამო ან მძიმე სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გამო;

სხვა ქვეყნის მოქალაქეს, რომელმაც მიაღწია წარმატებებს სპორტის, მეცნიერებისა და (ან) ხელოვნების სფეროში და სურს განაგრძოს თავისი საქმიანობა საქართველოს სახელით.


 

საქართველოს ბინადრობის ნებართვა


უცხოელის საქართველოში ლეგალურად ყოფნის ერთ-ერთი საფუძველი არის საქართველოს  ბინადრობის ნებართვის მოპოვება.


საქართველოში გაიცემა შემდეგი ძირითადი სახის  ბინადრობის ნებართვები:


სამუშაო ბინადრობის ნებართვა;

სწავლის  ბინადრობის ნებართვა;

ბინადრობის ნებართვა ოჯახის გაერთიანებაზე;

საქართველოს ყოფილი მოქალაქის ბინადრობის ნებართვა;

საინვესტიციო ბინადრობის ნებართვა და ა.შ.

 

საქართველოში ბინადრობის ნებართვა შეიძლება იყოს მოკლევადიანი, გრძელვადიანი ან მუდმივი.


სანამ ბინადრობის ნებართვის აღებაზე მიიღებთ გადაწყვეტილებას, გაიგეთ რა გზით შეგიძლია ბინადრობის ნებართვის აღება საქართველოში და შეაფასეთ თქვენი წარმატების შანსები. წინასწარ გაიგეთ  რა საბუთების მომზადება და რა პროცედურების გავლაა დაგჭირდებათ  საქართველოს ბინადრობის ნებართვის მისაღებად.


ჩვენი კომპანია გაგიწევთ პროფესიონალურ იურიდიულ კონსულტაციას და დაგეხმარებით ყველა საჭირო დოკუმენტის მომზადებაში ნებისმიერი ბინადრობის ნებართვის ან საქართველოს მოქალაქეობის მისაღებად. ჩვენ დიდი ხანია ვეწევით მომსახურბეას ამ სწეროში  და გვაქვს მრავალწლიანი გამოცდილება საქართველოს მოქალაქეობის მიღებისა თუ საქართველოში ბინადრობის მოპოვების სფეროში.

 


დაგვიკავშირდით ან დარეგისტრირდით კონსულტაციაზე ჩვენი ვებსაიტის საშუალებით.