გადასახადები საქართველოში

 

ჩვენი  კომპანიის მომსახურება მოიცავს საქართველოს ტერიტორიაზე გადასახადების გადახდასთან და დაბეგვრასთან დაკავშირებულ სრულ მომსახურებას.


საქართველოში მოქმედებს საერთო-სახელმწიფოებრივი და ადგილობრივი გადასახადები. სავალდებულოა საერთო-სახელმწიფოებრივი გადასახადების გადახდა საქართველოს მთელს ტერიტორიაზე, რომელსაც მიეკუთვნება:


- საშემოსავლო გადასახადი;

- მოგების გადასახადი;

- დამატებითი ღირებულების გადასახადი (დღგ);

- აქციზი;

- იმპორტის გადასახადი.


ადგილობრივი გადასახადების შემოღება ხდება ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობის ორგანოს ნორმატიული აქტის საფუძველზე საგადასახადო კოდექსით დადგენილი ზღვრული განაკვეთების ფარგლებში და მათი გადახდა სავალდებულოა ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიაზე.


ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანო უფლებამოსილია შემოიღოს საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული გადასახადი ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის მთელ ტერიტორიაზე ერთიანი განაკვეთის სახით ან/და ამ ერთეულის ტერიტორიაზე ცალკეული დარგების ან/და საქმიანობის სახეების მიხედვით.


ადგილობრივ გადასახადებს მიეკუთვნება  ქონების გადასახადი.


დაგეგმეთ კონსულტაცია ჩვენთან გადასახადებთან დაკავშირებული საკითხების მარტივად მოსაგვარებლად.