დღგ-ს გადამხდელად რეგისტრაცია

 

დამატებული ღირებულების გადასახადის (შემდგომ - დღგ) არის საქონლის/მომსახურების მოხმარებაზე დადგენილი გადასახადი, რომელიც ამ საქონლის/მომსახურების ფასის პირდაპირპროპორციულია.


საქართველოს საგადასახადო კოდექსით დადგენილ შემთხვევებში  დღგ-ის გადახდის ვალდებულება წარმოიშობა საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის ყველა ეტაპზე, საცალო მიწოდების ჩათვლით. ზოგიერთ შემთხვევაში დღგ-ის გადასახდელი თანხა შესაძლებელია შემცირდეს საქონლის მიწოდებასთან/მომსახურების გაწევასთან დაკავშირებული ხარჯის სხვადასხვა კომპონენტის ღირებულებაზე პირდაპირ მიკუთვნებული დღგ-ის თანხით.


დღგ-ით დასაბეგრ პირად (შემდგომ - დასაბეგრი პირი) განიხილება ნებისმიერი პირი, რომელიც ნებისმიერ ადგილზე დამოუკიდებლად ახორციელებს ნებისმიერი სახის ეკონომიკურ საქმიანობას, მიუხედავად ამ საქმიანობის მიზნისა და შედეგისა. აღსანიშნავია, რომ საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებულ ზოგიერთი კატეგორიის საქმიანობა არ იბეგრება დღგ-ს გადასახადით, ზოგიერთ საქმიანობაზე კი ხდება უკუდაბეგვრა, დღგ-ის ჩათვლა, კორექტირება ან დაბრუნება.


დღგ-ს გადამხდელად რეგისტრაცია შეიძლება  როგორც სავალდებულო, ასევე ნებაყოფლობით საფუძველზე. დღგ-ის განაკვეთია 18 პროცენტი. დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული დასაბეგრი პირი ვალდებულია საგადასახადო ორგანოს წარუდგინოს დღგ-ის დეკლარაცია არაუგვიანეს საანგარიშო პერიოდის მომდევნო თვის 15 რიცხვისა და ამავე ვადაში გადაიხადოს გადასახადი.


დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული დასაბეგრი პირის მიერ სხვა დასაბეგრი პირისთვის საქონლის მიწოდების ან მომსახურების გაწევის შემთხვევაში, გამოიწერება საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა. საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ განსაზღვრულ შემთხვევებში შესაძლებელია გამოიწეროს გამარტივებული ფორმის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა.


დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული დასაბეგრი პირი ვალდებულია საგადასახადო ორგანოს წარუდგინოს დღგ-ის დეკლარაცია არაუგვიანეს საანგარიშო პერიოდის მომდევნო თვის 15 რიცხვისა და ამავე ვადაში გადაიხადოს გადასახადი.


ჩვენი კომპანია  მარტივად უზრუნველყოფს თქვენს რეგისტრაციას დღგ-ს გადამხდელად და დაგეხმარებათ საქართველოში გადასახადებთან დაკავშირებულ ურთიერთობებში.