საგადასახადო კონსულტაცია

 

ნებისმიერ ქვეყანაში ბიზნესის დაწყება და ბიზნესის კეთება დაკავშირებულია საგადასახადო საკითხებთან. ბიზნესი ვერ იქნება წარმატებული, თუ არ მოხდება საგადასახადო კანონმდებლობის დაცვა და გადასახადების დროული  გადახდა.  საქართველოს საგადასახადო კოდექსი ითვალისწინებს გარკვეულ შეღავათებს და დაბეგვრის განსხვავებულ რეჟიმებს სხვადასხვა ბიზნეს სუბიექტების და ასევე ბიზნესის საქმიანობის  გარკვეული სფეროების მიხედვით.  


კომპანიები და ხშირ შემთხვევაში ფიზიკური პირებიც ვალდებულნი არიან გარკვეული პერიოდულობით აწარმოონ ანგარიშგება საქართველოს შემოსავლების სამსახურში,  ელექტრონული ფორმით გააგზავნონ დეკლარაციები, გამოწერონ ანგარიშფაქტურები, შეადგინონ და დაადასტურონ სხვადასხვა  დოკუმენტები და გარკვეული პერიოდის განმავლობაში შეინახონ საგადასახადო შემოწმების ჩატარებისათვის საჭირო დოკუმენტები.


კომპანიები ვალდებულნი არიან გაიარონ როგორც გეგმიური, ასავე არაგეგმიური  საგადასახადო შემოწმებები. ასევე კომპანიები გადიან საგადასახადო შემოწმებებს ლიკვიდაციის პროცესის დასასრულებლად.


საგადასახადო ხანდაზმულობის ვადა საქართველოში შეადგენს 3 წელს. ეს არ არის პატარა ვადა  და ამიტომ მნიშვნელოვანია საგადასახადო კანონმდებლობის მკაცრი დაცვა და გადასახადების დროული გადახდა.


საგადასახადო კანონმდებლობა შედგება საგადასახადო კოდექსისაგან და ასევე მრავალი სხვა ნორმატიული აქტისაგან. ხშირია შემთხვევები, როდესაც მეწარმისათვის რთულია  დაბეგვრასთან დაკავშირებით შესაბამისი კანონის ზუსტი ნორმის მოძიება, ან კანონის  გარკვეული ნორმა მეწარმისათვის არის ბუნდოვანი და საჭიროებს მის განმარტებას ან დაზუსტებას, ან საჭიროა კონკრეტული ნორმის საგადასახადო ორგანოების მიერ პრაქტიკაში გამოყენების თაობაზე ინფორმაციის მოძიება/მიღება და სხვა.  


ჩვენ გაგიწევთ წინასწარ კონსულტაციას საქართველოში არსებულ გადასახადებთან და ანგარიშგებასთან დაკავშირებით, გაგიწევთ კონსულტაციას საგადასახადო საკითხებზე, უზრუნველვყოფთ თქვენი ინტერესების წარმომადგენლობასა და დაცვას  საგადასახადო დავებში.


დაგეგმეთ კონსულტაცია ჩვენთნ.