საპენსიო დეკლარაცია

 

საქართველოში მოქმედებს დაგროვებითი საპენსიო სქემა, რომელში გაწევრიანებაც კანონით არის სავალდებულო ზოგიერთი დასაქმებულისთვის ხელფასის სახით მიღებული შემოსავლის ნაწილში და ზოგისთვის კი არის ნებაყოფლობითი. მონაწილე დასაქმებულისა და მონაწილე თვითდასაქმებულის საპენსიო შენატანების დაფინანსებას ახორციელებენ დამსაქმებელი, დასაქმებული და სახელმწიფო.


მონაწილე დასაქმებულის საპენსიო შენატანების დაფინანსება ხორციელდება შემდეგნაირად:


• დამსაქმებელი ხელფასის გაცემისას მონაწილე დასაქმებულის ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე ელექტრონული სისტემის მეშვეობით ახორციელებს საპენსიო შენატანს დასაქმებულზე გასაცემი დასაბეგრი ხელფასის 2 პროცენტის ოდენობით;
• დამსაქმებელი მონაწილე დასაქმებულის სახელით, დასაქმებულის ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე ელექტრონული სისტემის მეშვეობით ახორციელებს საპენსიო შენატანს  დასაქმებულზე  გასაცემი დასაბეგრი ხელფასის 2 პროცენტის ოდენობით;
• მონაწილე თვითდასაქმებული ახორციელებს საპენსიო შენატანს თავისი წლიური შემოსავლის 4 პროცენტის ოდენობით;
• სახელმწიფო მონაწილის სასარგებლოდ, მონაწილის ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე რიცხავს 2 ან 1  პროცენტს დასაქმებულის დასაბეგრი ხელფასის ან/და თვითდასაქმებულის შემოსავლის იმ მოცულობაზე, რომელიც ჯამურად არ აღემატება მონაწილის მიერ წლიური ხელფასის სახით ან/და თვითდასაქმებულის მიერ შემოსავლის სახით მიღებულ კანონით დადგენილ ოდენობას. 


დაგროვებითი საპენსიო სქემის განხორციელებისათვის, მართვისა და ადმინისტრირებისათვის შექმნილია საპენსიო სააგენტო.

 
ბიზნეს სუბიექტი ვადებულია ყოველთვიურად წარუდგინოს საპენსიო სააგენტოს, დაგროვებით საპენსიო სქემაში მონაწილე პირებზე და გადარიცხულ თანხებზე დეკლარაცია. დეკლარაციის წარუდგენლობა ან არასრული წარდგენა იწვევს ბიზნეს სუბიექტის ფინანსურ პასუხისმგებლობას.


გთავაზობთ კონსულტაციას საქართველოში დაგროვებით საპენსიო საკითხებთან დაკავშირებით არსებული  კომპანიების ვალდებულებებზე, ასევე გთავაზობთ ყოველთვიურად  საპენსიო დეკლარაციის მომზადებას და წარდგენას.


დაგეგმე კონსულტაცია ჩვენთან