სატენდერო დოკუმენტაციის მომზადება

 

საბიუჯეტო დაფინანსებაზე მყოფი ორგანიზაციები და ასევე კერძო კომპანიების უმეტესობა  მომსახურების ან პროდუქციის შესყიდვას ახორციელებენ ელექტრონულად გამოცხადებული ტენდერების საფუძველზე.


ტენდერში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია შემსყიდველი ორგანიზაციისათვის სწორად და დროულად მომზადებული დოკუმენტაციის წარდგენა. არასრული ან არასათანადოდ მომზადებული დოკუმენტაცია ტენდერში მონაწილეობის პირის დისკვალიფიკაციის ერთ-ერთი საფუძველია.


ხშირ შემთხვევაში კვალიფიციურად მომზადებული სატენდერო დოკუმენტაციის წარდგენასთან ერთად, შემსყიდველი ორგანიზაცია ასევე ითხოვს სხვადასხვა უწყებებიდან ცნობების წარმოდგენას.
დოკუმენტების  არასათანადოდ მომზადების ან ამა თუ იმ  ცნობის შემსყიდველი ორგანიზაციისათვის დროულად წარუდგენლობის გამო ხშირია ტენდერებთან დაკავშირებული სამართლებრივი დავები.

ჩვენი კომპანიის გამოცდილი გუნდი გთავაზობთ ტენდერში მონაწილეობის მისაღებად საჭირო დოკუმენტების და ცნობების  მომზადებას, სატენდერო დოკუმენტაციის ატვირთვას, თქვენს წარმომადგენლობას შესყიდვების პროცესში შემსყიდველი ორგანიზაციის სატენდერო  კომისიასთან ურთიერთობებში, ტენდერთან დაკავშირებული ხელშეკრულებების გაფორმებას და  ინტერესების დაცვას  ტენდერის მიმდინარეობის პროცესში თქვენი უფლებების დარღვევის შემთხვევაში.


ჩვენს გამოცდილ გუნდს აქვს მიღებული სათანადო გამოცდილება და ცოდნა ტენდერებში მონაწილეობის მისაღებად. ჩვენ გთავაზობთ ტენდერებში და სახელმწიფო შესყიდვებში სრულ სამართლებრივ მხარდაჭერას და თქვენი ინტერესების დაცვას.