უძრავი ქონება

უძრავი ქონების შეძენა საქართველოში. Updated 2023

 

უძრავი ქონების შეძენა საქართველოში

უძრავი ქონება საქართველოში: საქართველოში, ისევე როგორც მსოფლიოს სხვა ქვეყნებში, უძრავი ქონების შეძენა მრავალ იურიდიულ საკითხთან და პროცედურასთან არის დაკავშირებული. უძრავი ქონების შეძენამდე აუცილებელია საბუთების გულდასმით შესწავლა, რათა დარწმუნდეთ, რომ გამყიდველი კანონიერად ფლობს ქონებას და საჯარო რეესტრში რეგისტრირებული მონაცემები შესაბამება რეალურს. თუ გსურთ მომავალში მიწის ნაკვეთზე მშენებლობის განხორციელება, მაშინ აუცილებლად გადაამოწმეთ ქონების კანონიერება და წინასწარ გაარკვიოთ მშენებლობის ნებართვის გაცემის საკითხები.

 

ბევრი ქართველი და უცხოელი ინვესტორი საქართველოში უძრავი ქონების შეძენას განიხილავს, როგორც თავისუფალ ფულადი სახსრებისა და კაპიტალის ინვესტიციების საუკეთესო გზას, ამიტომ საქართველოში უძრავი ქონების მიმართ ინტერესი დიდია.
 
საქართველოში უძრავი ქონების შეძენამდე საჭიროა დეტალურად შეამოწმოთ ამონაწერი საჯარო რეესტრიდან და შეისწავლოთ დოკუმენტები, რის საფუძველზეც გამყიდველმა ეს ქონება შეიძინა თავის დროზე. დარწმუნდეთ, რომ უძრავი ქონება არ არის დატვირთული იპოთეკით, არ არის გაცემული იჯარით და არ არსებობს ამ ქონებასთან დაკავშირებული სხვა ვალდებულებები. გარდა ამისა, აუცილებელია გაარკვიოთ, იყო თუ არა უძრავი ქონება კანონიერად აშენებული და არის თუ არა ის მიღებული ექსპლუატაციაში შესაბამისი სახელმწიფო ორგანოების მიერ.

აღსანიშნავია, რომ გარდა მომგებიანი ინვესტიციის განხორციელებისა, საქართველოში უძრავი ქონების ყიდვა დაკავშირებულია საქართველოში ბინადრობის ნებართვის მიღებასთან ან საქართველოს მოქალაქეობის მიღებასთანაც.

BLA გთავაზობთ იურიდიულ მომსახურებას, რომელიც აუცილებელია საქართველოში უძრავი ქონების შესაძენად ან/და საქართველოში ქირავნობის ხელშეკრულების გასაფორმებლად სრულ იურიდიულ მომსახურებას, ასევე იურიდიულ მომსახურებას მშენებლობის ნებართვის მისაღებად და ა.შ.

ჩვენ დაგეხმარებით საქართველოში უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების სწრაფად და მარტივად გადაჭრაში.

დაგვიკავშირდით

 

#realestateingeorgia, #buyingrealestateingeorgia, #buypropertyinGeorgiaandgetresidency.