ყოველთვიური დეკლარაცია

 

ჩვენი კომპანია გამოცდილ პროფესიონალ გუნდთან ერთად გთავაზობთ ყოველთვიურ საბუღალტრო მომსახურებას. მომსახურება მოიცავს ყოველთვიური და ყოველწლიური დეკლარაციების მომზადებასა და წარდგენას საქართველოს შემოსავლების სამსახურში და ასევე საპენსიო ფონდში.


იურიდიულ  და ფიზიკურ პირებს წლის განმავლობაში  ევალებათ რამდენიმე სახის დეკლარაციის წარდგენა შემოსავლების სამსახურში. დეკლარაციის არასწორი წარდგენა ან კანონმდებლობით დადგენილ ვადაში დეკლარაციის წარუდგენლობა იწვევს პირის  პასუხისმგებლობას. 

   
იურიდიული პირი ვალდებულია შემოსავლების სამსახურში საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული  წესით  წარადგინოს:


• ყოველი წლის 1 აპრილამდე წლიური ქონების დეკლარაცია გასული წლის 01 იანვრიდან 31 დეკემბრის პერიოდზე.
• ყოველი თვის 15 რიცხვამდე მოგების დეკლარაცია გასული თვის პირველი რიცხვიდან თვის ბოლო რიცხვის პერიოდზე.
• ყოველი თვის 15 რიცხვამდე დამატებითი ღირებულების გადასახადის დეკლარაცია გასული თვის პირველი რიცხვიდან თვის ბოლო რიცხვის პერიოდზე.
• ყოველი თვის 15 რიცხვამდე საშემოსავლოს დეკლარაცია გასული თვის პირველი რიცხვიდან თვის ბოლო რიცხვის პერიოდზე.
• ყოველი თვის 15 რიცხვამდე საპენსიო ფონდში გასული თვის პირველი რიცხვიდან თვის ბოლო რიცხვის პერიოდში გაცემული ხელფასის შესახებ დეკლარაციის წარდგენა.
• ყოველი თვის 15 რიცხვამდე იმპორტის გადასახადის დეკლარაცია გასული თვის პირველი რიცხვიდან თვის ბოლო რიცხვის პერიოდზე.

ფიზიკური პირი ვალდებულია წარაგდინოს:
• ყოველი წლის 01 აპრილამდე საშემოსავლო დეკლარაცია გასული წლის 01 იანვრიდან 31 დეკემბრის პერიოდზე;
• ყოველი წლის ნოემბრის 01 რიცხვამდე ქონების დეკლარაცია გასული წლის 01 იანვრიდან 31 დეკემბრის პერიოდზე.
ზემოაღნიშული დეკლარაციები მიეკუთვნებიან მხოლოდ ძირითადი ტიპის დეკლარაციებს და    გასათვალისწინებელია, რომ  დეკლარაციის სახეობა და წარდგენის ვადა  დამოკიდებულია ბევრ სხვადასხვა გარემოებაზე.

მომსახურების მისაღებად ან მეტი დეტალის გასარკვევად, მარტივად დაგეგმე კონსულტაცია ჩვენთან.