წარმომადგენლობა სასამართლოში

 

ჩვენი კომპანია გთავაზობთ თქვენი ინტერესების დაცვასა და წარმომადგენლობას სასამართლოსა და ადმინისტრაციულ ორგანოებში სამოქალაქო და ადმინისტრაციულ საქმეებზე.


ჩვენი გუნდი დაგეხმარებათ ყველა საჭირო მტკიცებულების მოპოვებაში, მოთხოვნის სამართლებრივად სწორად  ფორმულირებაში,  ადმინისტრაციული საჩივრის ან სასამრთლო სარჩელის შედგენაში და წარდგენაში.


ჩვენ უზრუნველვყოფთ თქვენი უფლებების დაცვას და წარმომადგენლობას დავის განხილვის ნებისმიერ ეტაპზე. დავის დასრულების შემდეგ ჩვენ უზრუნველვყოფთ სააღსრულებო ფურცლის მოპოვებას და ადმინისტრაციული ორგანოს  ან სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების ეტაპზე თქვენს წარმომადგენლობას.  


ჩვენ ასევე დაგეხმარებით უცხო ქვეყნის სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილების ცნობას საქართველოს უზენაეს სასამართლოსთან და მის აღსრულებას საქართველოს ტერიტორიაზე.

დაგეგმეთ კონსულტაცია ჩვენთან.