ჩვენი კომპანია გთავაზობთ თქვენი ინტერესების დაცვასა და წარმომადგენლობას სასამართლოსა და ადმინისტრაციულ ორგანოებში სამოქალაქო და ადმინისტრაციულ საქმეებზე.

საქართველოში ბევრი ეკონომიკური საქმიანობის დაწყება დაკავშირებულია ლიცენზია/ნებართვის მოპოვებასთან, რომელიც მეწარმემ  წინასწარ, საქმიანობის დაწყებამდე უნდა მოიპოვოს, წინააღმდეგ შემთხვევაში მას შესაძლებელია კანონით დაეკისრება სერიოზული პასუხისმგებლობა, ზოგ შემთხვევაში სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობაც კი.

ლიცენზია/ნებართვების სახეობების მიხედვით, ასევე განსხვავებულია ის წესი და ვადები, რომელთა მიხედვითაც უნდა მოიპოვოს მსურველმა შესაბამისი ეკონომიკური საქმიანობის ლიცენზია/ნებართვა.

სამეწარმეო საქმიანობის დაწყებამდე საჭიროა წინასწარ მოიძიოთ ინფორმაცია ლიცენზიის ან/და ნებართვის აღების საჭიროებაზე, გაარკვიოთ კანონმდებლობით დაწესებული მოთხოვნები მათ ასაღებად, მოიძიოთ საჭირო დოკუმენტების ჩამონათვალი, დაითვალოთ ხარჯები და ლიცენზიის/ნებართვის მოპოვების ვადები. სწორედ ამიტომაც მნიშვნელოვანია ბიზნესის დაგეგმვის ეტაპზევე სწორი და კვალიფიციური კონსულტაციის მიღება პროფესიონალთა გუნდისაგან.

ჩვენი  გამოცდილი გუნდი დაგეხმარებათ თქვენთვის მნიშვნელოვანი ყველა დეტალის წინასწარ გარკვევაში.

დაგეგმეთ კონსულტაცია ჩვენთან!