ნებისმიერი ბიზნესისთვის მნიშვნელოვანია იურიდიული რისკების წინასწარი ანალიზი და ბიზნეს ოპერაციების ლეგალურად განხორციელება. მხარეთა შორის ურთიერთობის დაწყების ეტაპზე ხელშეკრულების არარსებობამ ან არასწორად გაფორმებულმა ხელშეკრულებამ, ასევე საკანონმდებლო რეგულაციებთან შეუსაბამო ხელშეკრულება გამოიწვევს ბევრი სამართლებრივი პრობლემას, რომლის გადაჭრაც შედეგ რამდენიმე წლით გაჭიანურებული სასამართლო დავების გზით მოგიწიოთ, ეს კი დაკავშირებულია დიდ ხარჯებთან და დროის დაკარგვასთან. იმისათვის რომ იყოთ იურიდიულად დაცული, თავიდანვე უნდა მოახდინოთ იურიდიული რისკების სწორი შეფასება, საკანონმდებლო მოთხოვნების ანალიზი და ხელშეკრულების გაფორმება. ჩვენ კომპანიას გააჩნია ბიზნესის იურიდიული მხარდაჭერის მრავალწლიანი გამოცდილება.
ჩვენი კომპანია დაგეხმარებათ იურიდიული პრობლემების თავიდან არიდებაში ან უკვე შექმნილი დავების გადაწყვეტაში.
ჩვენი მომსახურება მოიცავს ნებისმიერი ტიპის ხელშეკრულების მომზადებას, მოლაპარაკებებში მონაწილეობის მიღებას, იურიდიული რისკების წინასწარ ანალიზს, ხელშეკრულების გაფორმებას, გაფორმებული ხელშეკრულების შესრულების ანალიზს და იურიდიული დასკვნის მომზადებას. ჩვენ ასევე გთავაზობთ უკვე გაფორმებული ხელშეკრულების იურიდიულ ანალიზს და დავის არსებობის შემთხვევაში, დავის დასრულების შედეგებზე წინასწარ სამართლებრივი ანალიზის მომზადებას.