საქართველოში არსებული სხვა ქვეყნებთან შედარებით დაბალი საგადასახადო განაკვეთები ბევრი უცხოელისთვის მიმზიდველს ხდის  საქართველოს. იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოს ბევრ ქვეყანასთან აქვს გაფორემებული ორმაგი დაბეგვრის თავიდან არიდების ხელშეკრულება, ბევრი უცხოელი ფიზიკური პირი თუ იურიდიული პირი ფიქრობს როგორ გავხდე საქართველოს საგადასახადო რეზიდენტი. საგადასახადო რეზიდენტობის მიღება პირს აძლევს საშუალებას გამოიყენოს ყველა ის კანონიერი საგადასახადო შეღავათი და უპირატესობა, რაც  გათვალისწინებულა საქართველოს საგადასახადო კოდექსით და ორმაგი დაბეგვრის თავიდან არიდების შესახებ საერთაშორისო ხელშეკრულებებით.  

როგორც წესი, უცხო ქვეყნის მოქალაქე ფიზიკურ პირს საქართველოს საგადასახადო რეზიდენტობის მისაღებად ესაჭიროება საქართველოს ტერიტორიაზე 183 დღის განმავლობაში ყოფნა, თუმცა პირს შეიძლია საქართველოს ტერიტორიაზე 183 დღის ყოფნის გარეშეც გახდეს საქართველოს საგადასახადო რეზიდენტი.

მეტი დეტალის  გაგების მიზნით შეგიძლიათ  ისარგებლოთ ჩვენი კონსულტაციით.